Textbooks
მუდმივი URI ლინკი კოლექციისთვისhttps://dspace.sabauni.edu.ge/handle/1/198
დათვალიერება
Browsing Textbooks by თემატიკა "სამართალი"
Now showing 1 - 3 of 3
- Results Per Page
- Sort Options
პუბლიკაცია გარემოს დაცვის საერთაშორისო სამართალი(სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2022) ჩინჩალაძე, Chinchaladze, ნაზიბროლა, Nazibrolaდისციპლინა გარემოს საერთაშორისო სამართალი სულ უფრო საჭიროა კლიმატის გლობალური ცვლილებისა და გარემოს სხვადასხვა სუბსტანციის დაცვისა და შენარჩუნების გამო. საქართველოს ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი იმპერატივი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვასთან ერთად გარემოს დაცვის პრინციპების განუხრელი შესრულებაც არის. იურიდიულ ფაკულტეტზე ამ საგნის რამდენიმე წლიანმა სწავლებამ, მიჩვენა თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამავე სახელწოდების სასწავლო კურსის დამხმარე სახელმძღვანელო, რომლითაც სტუდენტებს ამ სფეროში ცოდნა გადაეცემოდათ. ბრიტანელი და ამერიკელი ავტორების ფ. სენდსი, ჟ.ფილი, ა.ფაბრა და რ.მაქკენზი ვრცელი ნაშრომის გარემოს საერთაშორისო სამართლის პრინციპები გამოყენებით და სტუდენტთა ინტერესის სფეროების, მათი შესაძლებლობებისა და უნარების გათვალისწინებით, შევარჩიე ძირითადი თემები, რომლებიც სტუდენტებს საფუძვლიან ცოდნას მისცემს. გარკვეული ადგილი დავუთმე საქართველოს დონეზე არსებულ პრობლემატურ საკითხებს, შესაბამისი ქართველის ავტორების ნაშრომების გამოყენებითა და მათზე მითითებით. გარდა ამისა გამოვიყენე გახმაურებული საერთაშორისო პრეცედენტები, რომლებიც შეადგენს სპეციფიურ სახელმწიფოთა პრაქტიკას გარემოს საერთაშორისო სამართალში. ამდენად წიგნი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისაგან.პუბლიკაცია თაღლითობის გავრცელებული ტიპები(სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2022)ეკონომიკური დანაშაულებიდან თავისი არსითა და ბუნებით ყველაზე რთული დანაშაული თაღლითობაა, რომელსაც გამოვლინების უამრავი ფორმა აქვს. დღეს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი თაღლითობის მხოლოდ ზოგად დახასიათებას იძლევა და ამ ქმედების რამდენიმე სახესხვაობა სხვადასხვა მუხლის დისპოზიციაშია გაბნეული, რაც, ცხადია, ერთი მხრივ, აკრძალული ქმედებების მუხლობრივი რაოდენობის ზრდას იწვევს, ხოლო, მეორე მხრივ, თაღლითობის მნიშვნელობას ზოგ შემთხვევაში გაუმართლებლად აკნინებს.პუბლიკაცია კონსტიტუციონალიზმი:ზოგადი შესავალი: წიგნი I(სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა; დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი, 2024-06-25) რედ. დ. გეგენავა