Master's thesis
მუდმივი URI ლინკი კოლექციისთვისhttps://dspace.sabauni.edu.ge/handle/1/205
დათვალიერება
Browsing Master's thesis by ავტორი "ორაგველიძე, ბესარიონ"
Now showing 1 - 1 of 1
- Results Per Page
- Sort Options
პუბლიკაცია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში(სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2024-05) ორაგველიძე, ბესარიონსამაგისტრო ნაშრომში განხილულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (თიზ), როგორც ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მექანიზმი; საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ასევე მისი შესაძლებლობები; თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების შესაძლო პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები. ნაშრომის პირველი თავი ეთმობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსის გააზრებასა და სამეცნიერო მასალის კვლევის შედეგების გაცნობას, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის მიმოხილვა და ანალიზი. მეორე თავში წარმოდგენილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ისტორიული საწყისები და ეკონომიკური ზონების საფუძვლები საქართველოში, რომელიც წარმოაჩენს ბათუმის პორტო-ფრანკოს. მესამე თავში მოცემულია თიზ-ების ფუნქციონირების მექანიზმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში. ნაშრომის მეოთხე თავში განხილულია ინდუსტრიული ზონების გავლენა ეკონომიკაზე და მისი გამოწვევები, საქართველოს ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე თიზ-ების მნიშვნელობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის პერსპექტივები თიზების ფუნქციონირების ჭრილში და პრობლემატიკა კანონმდებლობასთან მიმართებით. ნაშრომის ბოლოს მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები, სადაც ხაზგასმულია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარება არის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალუ-რად ხელთარსებული საშუალება და რომ თიზ-ები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარების პერსპექტივას იძლევა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიზანია, გაზარდოს ქვეყნის საწარმოო და საექსპორტო პოტენციალი, რომელიც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად უნდა აისახოს. ასევე, გამოთქმულია ვარაუდი, რომ თიზ-ების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საქართველოში მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას თიზ-ის მმართველობის სამივე ფორმა.