Master's thesis
მუდმივი URI ლინკი კოლექციისთვისhttps://dspace.sabauni.edu.ge/handle/1/205
დათვალიერება
უახლესი ატვირთვები
პუბლიკაცია ბიზნესპროცესების გაციფრულების გამოწვევები საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში(სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2024-06) პაპიძე, რუსუდანისამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია ბიზნესპროცესების გაციფრულების გამოწვევები საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში, რომელმაც უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში არსებული გამოწვევები და დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორს ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებაში. ნაშრომში განხილულია ციფრული ტრანსფორმაციის გლობალური ტენდენციები, ყურადღება გამახვილებულია ინდუსტრია 4.0-ის როლზე დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც დეტალურად არის განხილული გლობალური ეკონომიკის ფარგლებში ციფრული ევოლუციის გზები, რისკები, სარგებელი და განვითარების მიმართულებები. ასევე, მოცემულია ინოვაციური განვითარების გლობალური ტენდენციები, რომლებიც დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში არსებული ციფრიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას. ნაშრომში გაანალიზებულია ბიზნესპროცესების ციზფრიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პერსპექტივები, რაც დიდი გამოწვევაა მომავლის სამუშაოებისა და შესაბამისი უნარების განვითარებისთვის; შესწავლილია ინდუსტრია 5.0-ის ძირითადი მახასიათებლები წარმოების სფეროში და მასზე დაყრდნობით შემუშავებულია გაციფრულების SWOT ანალიზი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ჭრილში. ნაშრომში მოცემულია საქართველოში არსებული ტენდენციები, პრობლემები და დაბრკოლებები, რასაც აწყდებიან მცირე და საშუალო საწარმოები ბიზნესპროცესების გაციფრულების ეტაპებზე; გაანალიზებულია საწარმოთა ინოვაციური აქტივობა როდენობრივი კვლევის ბაზაზე და მასზე დაყრდნობით გაანგარიშებულია მცირე და საშუალო საწარმოთა ციფრიზაციის ინდექსი; ასახულია თვისებრივი კვლევის შედგები, რომელიც ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუს მეშვეობით საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის დარგის ეკონომიკურად აქტიურ მცირე და საშუალო კომპანიებში; გამოვლენილია კონკრეტული დაბრკოლებები და საჭიროებები, მათი მიდგომები ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპებზე. სამაგისტრო ნაშრომი ასახავს კვლევის დასკვნებს საქართველოში ციფრული განვითარების დონის და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც აწყდებიან მცირე და საშუალო კომპანიები ინოვაციების დანერგვისას; რომ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის დიჯიტალიზაცია რჩება ეკონომიკური განვითარების მთავარ დღის წესრიგად, რაც მიანიშნებს საჭირო ცვლილებებსა და ხელშეწყობაზე ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისთვის. შემუშებულია რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული პროცესების დანერგვის კუთხით საქართველოში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის უფრო მეტად გაძლიერებას.პუბლიკაცია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში(სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2024-05) ორაგველიძე, ბესარიონსამაგისტრო ნაშრომში განხილულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (თიზ), როგორც ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მექანიზმი; საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ასევე მისი შესაძლებლობები; თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების შესაძლო პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები. ნაშრომის პირველი თავი ეთმობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსის გააზრებასა და სამეცნიერო მასალის კვლევის შედეგების გაცნობას, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის მიმოხილვა და ანალიზი. მეორე თავში წარმოდგენილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ისტორიული საწყისები და ეკონომიკური ზონების საფუძვლები საქართველოში, რომელიც წარმოაჩენს ბათუმის პორტო-ფრანკოს. მესამე თავში მოცემულია თიზ-ების ფუნქციონირების მექანიზმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში. ნაშრომის მეოთხე თავში განხილულია ინდუსტრიული ზონების გავლენა ეკონომიკაზე და მისი გამოწვევები, საქართველოს ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე თიზ-ების მნიშვნელობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის პერსპექტივები თიზების ფუნქციონირების ჭრილში და პრობლემატიკა კანონმდებლობასთან მიმართებით. ნაშრომის ბოლოს მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები, სადაც ხაზგასმულია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარება არის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალუ-რად ხელთარსებული საშუალება და რომ თიზ-ები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარების პერსპექტივას იძლევა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიზანია, გაზარდოს ქვეყნის საწარმოო და საექსპორტო პოტენციალი, რომელიც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად უნდა აისახოს. ასევე, გამოთქმულია ვარაუდი, რომ თიზ-ების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საქართველოში მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას თიზ-ის მმართველობის სამივე ფორმა.