პუბლიკაცია: თავისუფალი ინდუსტრიული ზონების როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში
გამოსახულება არ არის
თარიღი
2024-05
ავტორები
ჟურნალის სათაური
ჟურნალის ISSN
Volume Title
გამომცემელი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
რეზიუმე
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (თიზ), როგორც ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესების ერთ-ერთი მექანიზმი; საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო და ასევე მისი შესაძლებლობები; თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების შესაძლო პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები.
ნაშრომის პირველი თავი ეთმობა თავისუფალი ინდუსტრიული ზონების არსის გააზრებასა და სამეცნიერო მასალის კვლევის შედეგების გაცნობას, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის მიმოხილვა და ანალიზი. მეორე თავში წარმოდგენილია თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ისტორიული საწყისები და ეკონომიკური ზონების საფუძვლები საქართველოში, რომელიც წარმოაჩენს ბათუმის პორტო-ფრანკოს. მესამე თავში მოცემულია თიზ-ების ფუნქციონირების მექანიზმები საზღვარგარეთის ქვეყნებში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში. ნაშრომის მეოთხე თავში განხილულია ინდუსტრიული ზონების გავლენა ეკონომიკაზე და მისი გამოწვევები, საქართველოს ექსპორტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ასევე თიზ-ების მნიშვნელობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის პერსპექტივები თიზების ფუნქციონირების ჭრილში და პრობლემატიკა კანონმდებლობასთან მიმართებით.
ნაშრომის ბოლოს მოცემულია დასკვნები და რეკომენდაციები, სადაც ხაზგასმულია, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარება არის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების რეალუ-რად ხელთარსებული საშუალება და რომ თიზ-ები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას და განვითარების პერსპექტივას იძლევა. თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მიზანია, გაზარდოს ქვეყნის საწარმოო და საექსპორტო პოტენციალი, რომელიც საბოლოოდ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად უნდა აისახოს. ასევე, გამოთქმულია ვარაუდი, რომ თიზ-ების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საქართველოში მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას თიზ-ის მმართველობის სამივე ფორმა.
აღწერილობა
The master's thesis discusses free industrial zones (FIZ) as one of the mechanisms for improving economic sustainability; the investment environment in Georgia and its opportunities; possible perspectives and priority directions for the development of free industrial zones.
The first chapter of the work is devoted to understanding the essence of free industrial zones and getting to know the results of the research of scientific material, where the review and analysis of various scientific works are presented. The second chapter presents the historical beginnings of free industrial zones and the foundations of economic zones in Georgia, which presents the Porto-Franco of Batumi. In the third chapter, the mechanisms of operation of FIZs in foreign countries and the legal regulation of free industrial zones in Georgia are presented. The fourth chapter of the paper discusses the impact of industrial zones on the economy and its challenges, Georgia's exports and direct foreign investments, as well as the importance of FIZ for the regional development of Georgia, the prospects of Georgia's geopolitical location in terms of the operation of FIZ and problems with legislation.
At the end of the master's thesis, conclusions and recommendations are given, where it is emphasized that the development of free industrial zones is a real means of improving the socio-economic situation of Georgia and that theses contribute to the economic growth of the country and provide development prospects. The purpose of free industrial zones is to increase the production and export potential of the country, which should ultimately have a positive impact on the well-being of the population. It is also suggested that for the effective functioning of FIZ in Georgia, it is appropriate to use all three forms of free industrial zones governance.