პუბლიკაცია: ბიზნესპროცესების გაციფრულების გამოწვევები საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში
გამოსახულება არ არის
თარიღი
2024-06
ავტორები
ჟურნალის სათაური
ჟურნალის ISSN
Volume Title
გამომცემელი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
რეზიუმე
სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია ბიზნესპროცესების გაციფრულების გამოწვევები საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში, რომელმაც უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში არსებული გამოწვევები და დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორს ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებაში.
ნაშრომში განხილულია ციფრული ტრანსფორმაციის გლობალური ტენდენციები, ყურადღება გამახვილებულია ინდუსტრია 4.0-ის როლზე დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც დეტალურად არის განხილული გლობალური ეკონომიკის ფარგლებში ციფრული ევოლუციის გზები, რისკები, სარგებელი და განვითარების მიმართულებები. ასევე, მოცემულია ინოვაციური განვითარების გლობალური ტენდენციები, რომლებიც დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში არსებული ციფრიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას. ნაშრომში გაანალიზებულია ბიზნესპროცესების ციზფრიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პერსპექტივები, რაც დიდი გამოწვევაა მომავლის სამუშაოებისა და შესაბამისი უნარების განვითარებისთვის; შესწავლილია ინდუსტრია 5.0-ის ძირითადი მახასიათებლები წარმოების სფეროში და მასზე დაყრდნობით შემუშავებულია გაციფრულების SWOT ანალიზი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ჭრილში.
ნაშრომში მოცემულია საქართველოში არსებული ტენდენციები, პრობლემები და დაბრკოლებები, რასაც აწყდებიან მცირე და საშუალო საწარმოები ბიზნესპროცესების გაციფრულების ეტაპებზე; გაანალიზებულია საწარმოთა ინოვაციური აქტივობა როდენობრივი კვლევის ბაზაზე და მასზე დაყრდნობით გაანგარიშებულია მცირე და საშუალო საწარმოთა ციფრიზაციის ინდექსი; ასახულია თვისებრივი კვლევის შედგები, რომელიც ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუს მეშვეობით საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის დარგის ეკონომიკურად აქტიურ მცირე და საშუალო კომპანიებში; გამოვლენილია კონკრეტული დაბრკოლებები და საჭიროებები, მათი მიდგომები ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპებზე.
სამაგისტრო ნაშრომი ასახავს კვლევის დასკვნებს საქართველოში ციფრული განვითარების დონის და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც აწყდებიან მცირე და საშუალო კომპანიები ინოვაციების დანერგვისას; რომ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის დიჯიტალიზაცია რჩება ეკონომიკური განვითარების მთავარ დღის წესრიგად, რაც მიანიშნებს საჭირო ცვლილებებსა და ხელშეწყობაზე ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისთვის. შემუშებულია რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული პროცესების დანერგვის კუთხით საქართველოში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის უფრო მეტად გაძლიერებას.
აღწერილობა
In this master's thesis, we discussed the challenges of digitalization of business processes in small and medium-sized enterprises of Georgia, which made more visible the challenges and obstacles in Georgia, that prevent the small and medium-sized enterprises sector from developing in the technological direction.
In the thesis, we discussed the global trends of digital transformation, focused on the role of Industry 4.0 in today's digital world, where the ways, risks, benefits and development directions of digital evolution within the global economy were discussed in detail. We also discussed global trends in innovation development, which provide insight into digitization in today's competitive world. We have analyzed that the broad perspectives of the digitization of business processes and the introduction of artificial intelligence are undoubtedly a great challenge for the jobs of the future and the development of relevant skills. Along with this, we analyzed the main characteristics of Industry 5.0 in the field of production and based on it, we developed a SWOT analysis of digitization in terms of the use of artificial intelligence. In the paper, we determined the trends, problems and obstacles that small and medium-sized enterprises face in the stages of digitization of business processes in Georgia, analyzed the innovative activity of enterprises within the framework of a quantitative study, and based on it, calculated the digitization index of small and medium-sized enterprises. We conducted qualitative research through in-depth interviews in economically active small and medium-sized companies in the manufacturing industry in Georgia, thus identifying specific obstacles and needs, their approaches to the stages of digital transformation.
The master's thesis reflects the level of digital development in Georgia and the challenges faced by small and medium-sized companies when introducing innovations; The study of the issue assures us that the digitization of the small and medium business sector of Georgia remains the main agenda of economic development, which indicates the necessary changes and support for the growth of business efficiency. Based on the conclusions drawn, recommendations and proposals were developed, which will contribute to the elimination of existing problems in Georgia in terms of the implementation of digital processes and the strengthening of the technological ecosystem of Georgia.