Master's thesis
მუდმივი URI ლინკი კოლექციისთვისhttps://dspace.sabauni.edu.ge/handle/1/205
დათვალიერება
Browsing Master's thesis by ავტორი "პაპიძე, რუსუდანი"
Now showing 1 - 1 of 1
- Results Per Page
- Sort Options
პუბლიკაცია ბიზნესპროცესების გაციფრულების გამოწვევები საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში(სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, 2024-06) პაპიძე, რუსუდანისამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია ბიზნესპროცესების გაციფრულების გამოწვევები საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებში, რომელმაც უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოში არსებული გამოწვევები და დაბრკოლებები, რაც ხელს უშლის მცირე და საშუალო საწარმოთა სექტორს ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებაში. ნაშრომში განხილულია ციფრული ტრანსფორმაციის გლობალური ტენდენციები, ყურადღება გამახვილებულია ინდუსტრია 4.0-ის როლზე დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც დეტალურად არის განხილული გლობალური ეკონომიკის ფარგლებში ციფრული ევოლუციის გზები, რისკები, სარგებელი და განვითარების მიმართულებები. ასევე, მოცემულია ინოვაციური განვითარების გლობალური ტენდენციები, რომლებიც დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში არსებული ციფრიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას. ნაშრომში გაანალიზებულია ბიზნესპროცესების ციზფრიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პერსპექტივები, რაც დიდი გამოწვევაა მომავლის სამუშაოებისა და შესაბამისი უნარების განვითარებისთვის; შესწავლილია ინდუსტრია 5.0-ის ძირითადი მახასიათებლები წარმოების სფეროში და მასზე დაყრდნობით შემუშავებულია გაციფრულების SWOT ანალიზი ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ჭრილში. ნაშრომში მოცემულია საქართველოში არსებული ტენდენციები, პრობლემები და დაბრკოლებები, რასაც აწყდებიან მცირე და საშუალო საწარმოები ბიზნესპროცესების გაციფრულების ეტაპებზე; გაანალიზებულია საწარმოთა ინოვაციური აქტივობა როდენობრივი კვლევის ბაზაზე და მასზე დაყრდნობით გაანგარიშებულია მცირე და საშუალო საწარმოთა ციფრიზაციის ინდექსი; ასახულია თვისებრივი კვლევის შედგები, რომელიც ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუს მეშვეობით საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის დარგის ეკონომიკურად აქტიურ მცირე და საშუალო კომპანიებში; გამოვლენილია კონკრეტული დაბრკოლებები და საჭიროებები, მათი მიდგომები ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპებზე. სამაგისტრო ნაშრომი ასახავს კვლევის დასკვნებს საქართველოში ციფრული განვითარების დონის და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებსაც აწყდებიან მცირე და საშუალო კომპანიები ინოვაციების დანერგვისას; რომ საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის დიჯიტალიზაცია რჩება ეკონომიკური განვითარების მთავარ დღის წესრიგად, რაც მიანიშნებს საჭირო ცვლილებებსა და ხელშეწყობაზე ბიზნესის ეფექტიანობის ზრდისთვის. შემუშებულია რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული პროცესების დანერგვის კუთხით საქართველოში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის უფრო მეტად გაძლიერებას.